ისტორია რომელიც ცრემლს მოგგვრით ანუ წერილი სვანეთიდან
ამ წერილის ავტორი ზემო სვანეთში სამსახურეობრივი მივლინების გამო დროებით დასახლებული ახალგაზრდა ქალია. ერთი ოჯახის ისტორია და პირველი შთაბეჭდილებები სვანეთიდან წერილის ავტორმა საკუთარ მეგობრებს 2013 წლის 3 ოქტომბერს ინტერნეტის საშუალებით გაუზიარა.
„გუშინ ღამე ვიტირე.. ოღონდ ჩუმად, მე ხომ ცრემლების ყოველთვის მრცხვენია....
დათოს ყოველთვის დასაბანი ხელები აქვს, ლინდა ძალიან საყვარელია, ცდილობს ფორმაში იყოს მაგრამ.. მამა არ ყავთ, დედა სხვაგან გათხოვდა და მამიდამ არ მისცა უფლება შვილები თან წაეყვანა. კითხვაზე რატომ? პასუხი: ეს სვანეთია.
6 ბავშვი ცხოვრობს მამიდასთან.. მიკვირის ამდენნი როგორ ეტევიან იმ სახლში.. აქ ყველა შრომობს.. ყველააა.
სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვები მაინც არ მიდიან სახლში, გაკვირვებულმა, რომ ვკითხე რატომ არ მიდიხართთქო ასე მიპასუხეს: სახლში სამუშაო გველოდება და ჯერ აქ ვიქნებითო.. მიწაზე უნდა იმუშაონ, საქონელს უნდა მიხედონ, შეშა უნდა დაჩეხონ. მშიერი ხომ არ დარჩებიან,ზამთარი მოდის..
6 ბავშვიანი ოჯახის მამიდა ყოველ დღე შეშას აპობს სკოლისთვის, ანთებს ყველა კლასის ღუმელს.. ეს შრომა აქ ქალისთვის თვეში 60 ლარად ფასობს.
ის რასაც სვანი კაცისგან მოველოდი, როგორიც წარმომედგინა სინამდვილეში სვანი ქალი აღმოჩნდა.. გულადი, ძლიერი არამარტო ფიზიკურად..და ლამაზები. მიუხედვად დაუსრულებელი შრომისა ისინი საქართველოს ყველა კუთხის ულამაზესი ქალები არიან რაც კი მინახავს.. ასეთია მთაში ცხოვრება..
ბევრი ისეთი რამ გავიგე ამათ ტრადიციეზე რაზეც პირი დამრჩა ღია.. მერე მოგიყვებით, სხვა ოჯახებზეც მოგიყვებით თუ გინდათ“ - წერს სვანეთში სამსახურეობრივი მოვალეობების გამო დროებით დასახლებული ახალგაზრდა ქალი.
კომენტარი