„მთელი მოსკოვური ბომონდის თანდასწრებით დედამ ჩემთვის გამაოგნებელი სიტყვები წარმოთქვა“
ლეგენდარული ქართველების, რეჟისორ მიხეილ ჭიაურელისა და მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძის ქალიშვილი, ასევე მსახიობი სოფიკო ჭიაურელი ასე იხსენებდა მშობლების დამოკიდებულებას მისი საქმიანობის მიმართ:
“მახსოვს ბავშვობაში დედას კაბებისა და შლაპების ჩაცმა მიყვარდა და მერე წარმოდგენებს ვმართავდი, დედა კი აღშფოთებით ამბობდა:
- რა უნიჭო გოგო მყავს!
- რა არის ეს?
- რისთვის მომეზღო?
როგორ საშინლადაც არ უნდა მეთამაშა მამა ყოველთვის აღფრთოვანებული იყო ჩემით, რომ მხედავდა თვალებიდან სიხარულის ცრემლები ცვიოდა.
დედა პირიქით, კრიტიკულად მეპყრობოდა... მაგრამ ერთხელ წლების შემდეგ ჩვენს სახლში არკადი რაიკინი, მაია პლისეცკაია - მოკლედ მთელი მოსკოვური ბომონდი შეიკრიბა და დედამ ჩემთვის გამაოგნებელი სიტყვები წარმოთქვა:
- “მე ამაზე არასდროს მილაპარაკია, მაგრამ არ შემიძლია ახლა არ ვთქვა: ჩემი ქალიშვილი გაცილებით უკეთესი მსახიობია, ვიდრე - მე!”
ეს ისეთი დარდით თქვა, ისე დრამატულად, რომ მივხვდი გვემშვიდობებოდა”...
კომენტარი