"საბჭოთა კავშირში ჩემი დაბრუნების მიზნით დედაჩემი მოკლეს"
25 წლის წინ საბჭოთა კავშირში პირველი სილამაზის კონკურსი ჩატარდა. „მის სსრკ 1989“ 16 წლის იულია სუხანოვა გახდა, რომელსაც ტიტულმა უბედურება მოუტანა.
საბჭოთა კავშირის ყველაზე ლამაზი გოგონას სტატუსის პირველი მფლობელი ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, გთავაზობთ იულია სუხანოვას მოგონებების თარგმანს, რომლებიც მან რუსულ მედიას გაუზიარა.
„ყველაფერი კონკურსის დასრულებისთანავე დაიწყო, როდესაც მონაწილეებით გატენილ ავტობუსში ავედი, ყველამ ზურგი მაქცია, არავინ არ დამელაპარაკა, თითქოს მათი მტერი ვიყავი. არადა საჩუქრები სწორედ მათ მიიღეს, ძვირფასი ქურქები და საგზურები მათ შეხვდათ, მე კი მხოლოდ გვირგვინი გადმომცეს.
გვირგვინს დღემდე ვინახავ, ახლა გვირგვინი სილამაზის დედოფალს მხოლოდ ერთი წლით აქვს, მაგრამ მაშინ სხვაგვარად იყო. თუმცა არ შემიძლია არ გითხრათ, რომ ამ გვირგვინის ყველაზე ძვირფასი ქვა აკვამარინი კულისებშივე მომპარეს.
კონკურსის შემდეგ მომაწერინეს ხელი კონტრაქტზე, რომლის თანახმადაც მე ვალდებული ვიყავი ჩემი შემოსავლის 90% სახელმწიფოსთვის დამეთმო. არასრულწლოვანი ვიყავი და ეს კონტრაქტი ძალაში ვერ შევიდა, რის შემდეგაც ქვეყნიდან გასვლა ამიკრძალეს, მის სამყაროზეც კი არ გამიშვეს. საბჭოთა ავშირის დატოვების უფლება მხოლოდ მაშ შემდეგ მომეცა რაც ჩემი პრობლემის შესახებ გაზეთში დაიწერა.
აშშ-ში დასარჩენად არ ჩამოვსულვარ, ერთი თვით ჩამოვედი კონკურსზე, მაგრამ 25 წელია აქ ვარ. პირველ პერიოდში აქ ყველა მიყურებდა, უნდადათ შემხებოდნენ და ამბობდნენ: „შენ რუსეთიდან ხარ? ეს შეუძლებელია!“ მაშინ აშშ-ში მიდიოდა პროპაგანდა, რომ საბჭოთა ქალები მსუქნები და მახინჯები იყვნენ. რეკლამაც კი გადიოდა, როგორ დადიან წითელ კაბებში გამოწყობილი მსუქანი საბჭოთა ქალები პოდიუმზე, მე კი ეს მითი დავანგრიე.
აშშ-ში ბევრი საქმიანი წინადადება მქონდა, პირად ფრონტზეც ბევრი ლამაზი ისტორია მაქვს, ჩემს ცხოვრებაში იყვნენ პრინცებიც და მილიარდერებიც, მაგრამ ნიუ-იორკი ის ქალაქი არ არის სადაც ოჯახს შექმნი. ჩემი ტიტულისა და გარეგნობის წყალობით აშშ-ში არ გამჭირვებია თუმცა... (აღსანიშნავია, რომ სოხოლოვას აშშ-ში იცნობენ არამხოლოდ იმიტომ, რომ მის საბჭოთა კავშირი იყო, არამედ იმიტომაც, რომ ის გახლდათ ამერიკელი მილიარდერის ჯორდან ბელფორტის მეგობარი გოგონა. ბელფორტი ის ბიზნესმენია, რომლის ცხოვრების შესახებაც 2013 წელს გადაიღეს ფილმი ვოლ სტრიტის მგელი, სადაც ჯორდან ბელფორტის როლს ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს.)
საბჭოთა ხელისუფლებამ არ შემარგო თავისუფლება, ჩემს მიერ მოსკოვის დატოვებიდან 2 წლის შემდეგ დედაჩემი მოკლეს. დადიოდა ხმები, რომ ვიღაცას ძალიან უნდოდა ჩემი დაბრუნება და დედაჩემის მოკვლით ჩემი სსსრკ-ში ჩატყუება სურდათ. პირველად სამშობლოში 8 წლის შემდეგ ჩავედი. ახლაც ჩავდივარ ხოლმე, ბოლოს 3 წლის წინ ვიყავი.“ - იხსენებს იულია.
კომენტარი