სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა გვარამია "მხოლოდ ქართულის" ჟიურის - „შუშანა დაიდოს, ფარჩაკებო“

შუშანა დაიდოს, ფარჩაკებო!!!! - ეს სიტყვები დაუწერა რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა პროექტმხოლოდ ქართულსფესიბუქ გვერდზე და შემდეგ საკუთარ გვერდზე ასეთი სტატუსიც გამოაქვეყნა

„რავა ყველაფერი დაცინვა გონია ამ საბრალო შეზღუდულ ხალხს, რა ყველაფერში ცუდ ჩანაფიქრს ეძებენ. ან რა მარტივად აცხადებენ კოლექტიურად ადამიანს შეშლილად, თუ ვინმე მათგან მნიშვნელოვმად განსხვავებულია.
შუშანა უაღრესად საყვარელი და კოლორიტული ქალია, მოვიდა, იყო გულწრფელი და იმღერა ბევრზე უკეთ. სრულიად სერიოზულად განიხილა ჟიურიმ, და არა როგორც რამით ნაკლული და ჩამორჩენილი. მე ვიტყოდი, ზედმეტად სერიოზულადაც - მე კიდევაც გადავიყვანდი საყვარელს“- წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პროექტ „მხოლოდ ქართულის“ გასვლის შემდეგ, სადაც შუშანა ყაზარაშვილი ჟიურის წევრებმა შემდეგ ტურში არ გადაიყვანეს, საზოგადოების დიდი ნაწილი გულდაწყვეტილი შეხვდა. სწორედ ამ ნაწილის აზრს იზიარებდა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორიც, რომელმაც ჯიურის გადაწყვეტილება არ მოუწონა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100