ზოოპარკი, სადაც „ზოო“ ზედმეტია - იქ ადამიანები ჰყავდათ დამწყვდეული
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში აქტიურად დაიწყო ზოოპარკების განვითარება. ცხოველების გარდა, ასეთ პარკებში, სპეციალურ ვოლიერებში ადამიანებსაც ათავსებდნენ, როგორც წესი, მთელი სოფლების სახით. მსგავს ზოოპარკებში „პრიმიტიულ“ ნეგრებს, ესკიმოსებსა და ინდიელებს წარმოადგენდნენ.
ასეთი ზოოპარკები არსებობდა ანტვერპენში, ლონდონში, ბარსელონაში, მილანში, ნიუ-იორკში, ვარშავაში, ჰამბურგში. თითოეულ მათგანს, საერთო ჯამში, 200-დან 300 ათას ადამიანამდე ესტუმრა. არცთუ იშვიათად, ნეგრებს გალიებში მაიმუნებთან ერთად ამწყვდევდნენ, რადგან მათ ცხოველსა და „ჩვეულებრივ“, თეთრკანიან ადამიანს შორის გარდამავალ არსებებად მიიჩნევდნენ.
მსგავს ზოოპარკებს, განსაკუთრებით გერმანიაში, მკვეთრად რასისტული ქვეტექსტი ჰქონდათ, მაშინ ფართოდ გავრცელებული დარვინიზმის თეორიის გამო - აფრიკიდან ჩამოსახლებულებს მაიმუნებთან ათავსებდნენ, რათა თითქოსდა მათი საერთო წარმომავლობა მიენიშნებინათ.
მართალია, მეოცე საუკუნეში მსგავსი გამოფენების რიცხვი სულ უფრო მცირდებოდა, მაგრამ 1958 წელსაც კი ბრიუსელში, საერთაშორისო გამოფენაზე სწორედ ამ სახით წარმოადგინეს კონგოლეზის სოფელი. ზოოპარკში ჩასახლებული ეთნიკური წარმონაქმნების ნახვა ჩვენს დროსაც არის შესაძლებელი. მაგალითად, 2005 წლიდან მსგავსი დასახლებები არსებობს ლონდონში, მაგრამ წინანდელისგან განსხვავებით, ამჟამად იქ ადამიანების ჩასახლება ნებაყოფლობით საწყისებზეა შესაძლებელი.
კომენტარი