საპატრიარქოს წმინდა სინოდმა ID ბარათების გაცემის შესახებ იმსჯელა
დღეს თბილისში საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა ჩატარდა. სოციალურ ქსელებში წინასწარ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სინოდი ე.წ. ჩიპიანი პასპორტების (ID ბარათების) გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ იმსჯელებდა. "ფეისბუქზე", ზოგიერთი მომხმარებელი დილიდან მოუწოდებდა მორწმუნეებს, ელოცათ, რათა სინოდს "სწორი გადაწყვეტილება" მიეღო.
როგორც "ამბიონი" იტყობინება, სინოდის სხდომა დასრულდა. ინტერნეტგამოცემა ადასტურებს, რომ სინოდის განხილვის საგანი ID ბარათების გაცემა იყო:
"დღევანდელ შეკრებაზე წმიდა სინოდმა ჩვენს ქვეყანაში ახალი პირადობის მოწმობების (ID ბარათის) გაცემის საკითხზე იმსჯელა. სხდომის მდივნის, საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელის (დათუაშვილი) თქმით, აღნიშნულ საკითხზე ეკლესიის მოსაზრება საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება."
კომენტარი