"RMG-ის მენეჯმენტი თავის თანამშრომლებს სამომავლოდ არაერთ მნიშვნელოვან სასიკეთო შეთავაზებას გაუკეთებს"
"RMG ჯგუფის" დაზღვევის კოორდინატორის მარიამ წიკლაურის განცხადებით, კომპანიის მენეჯმენტისთვის თანამშრომელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტულია და გაუმჯობესებული სადაზღვეო პოლისი ამის დასტურია.
საწარმოში დასაქმებულ პირებს სადაზღვევო პირობები "იმედი L"–მა, "RMG ჯგუფის" მენეჯმენტთან თანამშრომლობის შემდეგ გაუუმჯობესა. განახლებული პირობების თანახმად დაზღვეულ პირებს შეეძლებათ პრაქტიკულად ყველა ქრონიკული დაავადების, როგორც ამბულატორიული, ასევე ჰოსპიტალური მკურნალობა. გაუმჯობესებული პროგრამა ასევე ყოველდღიური მედიკამენტების ანაზღაურებასაც ითვალისწინებს. დაზღვევის ფარგლებში "RMG ჯგუფის" თანამშრომლებს ორსულობის ხარჯები და სტომატოლოგიური მომსახურეობაც დაუფინანსდებათ.
"RMG-ის მენეჯმენტისათვის უმთავრეს საზრუნავს თავისი დასაქმებული თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, არაერთი ნოვაციური მეთოდი მუშაობს და დაგეგმილია არსებული პროექტების ამუშავება. ჩვენს თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებული, სრულყოფილი, განსხვავებული პროგრამა წარვუდგინეთ, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას. RMG-ის მენეჯმენტისთვის თანამშრომელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტულია. დაზღვევაში ჩაიდო ისეთი დაფარვები, როგორიცაა ორსულობა, სტომატოლოგია, გეგმიურ ოპერაციული მკურნალობა, დაზღვევამდე არსებული დაავადებები. ყველა თანამშრომელს ეძლევა საშუალება იდენტური სადაზღვევო პირობებით დააზღვიოს საკუთარი ოჯახის წევრები.
ოჯახის წევრების დაზღვევაზე მოქმედებს არასტანდარტული საფასო პოლიტიკა, რაც ბევრად განსხვავდება ინდივიდუალური დაზღვევის პირობებისგან. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ RMG-ის მენეჯმენტი სამომავლოდ არაერთ მნიშვნელოვან სასიკეთო შეთავაზებას გაუკეთებს თავის თანამშრომლებს და ბაზარზე დაიმკვიდრებს ადგილს, როგორც მზრუნველი კომპანია, რომლის უპირველესი მისია თანამშრომელთა კეთილდღეობაა", – განაცხადა "RMG ჯგუფის" დაზღვევის კოორდინატორმა მარიამ წიკლაურმა.
სადაზღვეო კომპანია "იმედი L"–ის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა კი აღნიშნა, რომ ახალ პოლისებზე მუშაობის პროცესში მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული "RMG ჯგუფის" თანამშრომელთა შენიშვნები და მომსახურებისას გამოვლენილი ხარვეზები.
"საწარმოში 24-საათიან რეჟიმში ექიმთა ჯგუფი მუშაობს, რომლებიც მომუშავე თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს და პირველადი სამედიცინო მომსახურების გაწევას უზრვუნველყოფენ. მერწმუნეთ მსგავსი მიდგომა ქართულ ინდუსტრიულ ბაზარზე არც თუ ისე ბევრ კომპანიას აქვს. ახალი სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში, მინიმუმამდეა დაყვანილი უშუალოდ თანამშრომლის თანამონაწილეობა სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებაში. ჩვენი ჯგუფი მზადაა იდენტური პირობებით მოემსახუროს RMG-ს თანამშრომლების დაზღვეული ოჯახის წევრებსაც", – განაცხადა დიმიტრი დათუსანმა.
თავის მხრივ საწარმოს თანამშრომლებმა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კმაყოფილება გამოთქვეს იმ ფაქტის გამო, რომ პერსონალი დაზღვევის პირობებით "RMG ჯგუფის" ხელმძღვანელობას გაუთანაბრდა და სერვისებით სარგებლობის საშუალება ყველას თანაბარ პირობებში მიეცემა. კომპანიის თანამშრომლებმა გაუმჯობესებული სადაზღვევო პირობებისთვის მენეჯმენტსა და სადაზღვეო კომპანიას მადლობა გადაუხადეს.
კომენტარი