სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჰოლივუდის კიდევ ერთი ვარსკვლავი მოხვდა

ჰოლივუდის ვარსკვლავი კეტრინ ზეტა ჯონსი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაწვა. ლამაზმანი ბიპოლარული ფსიქიური აშლილობის მკურნალობის კურსს გაივლის. მსახიობის პრესმდივნის სარა ფულერის ცნობით კეტრინ ზეტა ჯონსი სამკურნალო დაწესებულებაში 30 დღეს დაჰყოფს.

აღსანიშნავია, რომ ზოროს ვარსკვლავი, ფსიქიატრიულ კლინიკაში უკვე მეორედ მოხვდა, მკურნალობის კურსი მან პირველად 2011 წლის აპრილში გაიარა. კეტრინის ავადმყოფობის მიზეზად, მაშინ მისი მეუღლის ავადმყოფობის შედეგად მიღებული ფსიქოლოგიური ტრამვა დასახელდა. კეტრინის მეუღლე მსახიობი მაიკლ დუგლასი კიბოთია დაავადებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100