ორი ტრაგედია და 52 დაღუპული ადამიანი
ორი ტრაგედია და 52 გარდაცვლილი. ერაყსა და ინდოეთში გუშინ მომხდარმა ფაქტებმა მსოფლიო შეძრა.
ერაყში სერიულ აფეთქებებს 25 ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50 ზე მეტი კი დაშავებულია. როგორც სამართალდამცავი ორგანოები იუწყებიან ტერაქტი ბაღდადის ერთ-ერთ რაიონში მოხდა, რომელიც ძირითადად შიიტებით არის დასახლებული. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ტერაქტების რიცხვმა საგრძნობლად იმატა რელიგიური კონფლიქტის გაღვივების შემდეგ. შიიტებსა და სუიტების მიმდევრების მტრობა განსაკუთრებით ბოლო წლებში გამძაფრდა. დიდი ხნის განმავლობაში მთავრობის სათავეში სუნიტები იყვნენ (კერძოდ სადამ ჰუსეინის რეჟიმი). ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების შესვლის შემდეგ, ხელისუფლება შიიტთა ხელში გადავიდა. ახლა როცა დასავლეთ კოალიციის სამხედრო ოპერაციები დასრულდა, რელიგურ მიმდევრებს შორის კონფლიკტი კიდევ უფრო გამწვავდა.
მეორე უბედური შემთხვევა გუშინ დასავლეთ ინდოეთში მოხდა. საგზაო ტრანსპორტის ავარიას 32 ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10 მძიმედ დაშავებულია. ინდოეთის პოლიცია იუწყება რომ მძღოლმა მართვაზე კონტროლი დაკარგა და ავტობუსი ხიდიდან გადავარდა. ქვეყნის მთავრობა შეშფოთებულია საავტომობილო ავარიების სიხშირით. მარტო წელს მომხდარ ავტოკატასტროფებს 11 არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კომენტარი