სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წალენჯიხაში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მსუბუქად დაჭრა

წალენჯიხაში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მსუბუქად დაჭრა. შემთხვევა გუშინ, იმ დროს მოხდა, როცა ბავშვები უფროსებთან ერთად მდინარეზე საბანაოდ იყვნენ წასულები.

რადგან ზუგდიდში ბავშვთა ქირურგი არ იყო, დაშავებული ბავშვი გამოკვლევების ჩასატარებლად ბათუმში გადაიყვანეს, მას ჭრილობა ზურგზე აქვს, თუმცა ოპერაცია საჭირო არ გახდა.

არასრულწლოვანს კლინიკიდან დღეს გაწერენ. ორივე ბავშვი მშობლების თანდასწრებით გამოიკითხა, დაწყებულია გამოძიება, თუმცა სავარაუდოდ არასრულწლოვანებს განრიდებას გაუკეთებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100