სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოთო ნემსაძემ ტაქსაობა დაიწყო

მომღერალმა ოთო ნემსაძემ ქველმოქმედებისთვის ტაქსაობა დაიწყო. ამით ის აკა სინჯიკაშვილის ინიციატივას შეუერთდა, რომლის მიხედვითაც ისინი შეგროვებულ თანხას გაჭირვებულებს ურიგებენ.
"გამოვდივარ საღამოს მუშაობაზე 599957697 შემეხმიანეთ კარგი მუსიკით აღჭურვილი ტაქსი მყავს, კიდევ ბევრი ადამიანის გახარება შეგვიძლია. რამოდენიმე დღე ვიტაქსავებ აკა სინჯიკაშვილს ამ ძალიან კარგ ადამიანს შევხვდი დღეს და ბევრი რაღაც მასწავლა ხოდა გაგაცნობთ განრიგს.დილის 08:00 დან დავიწყებ ზარების მიღებას და თქვენი იმედი მაქვს, იქნება შესვენება 14:00 დან 16:00 მდე და მერე მთელი საღამო შუაღამემდე თქვენს განკარგულებაში ვარ.
დილიდან ველი თქვენს ზარებს T: 599957697
ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეგვიძლია", - წერს ნემსაძე.
ცნობისთვის, ოთოს ინსპირაციის წყარო სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი რამდენიმე თვეა ღამით ტაქსაობს და გამომუშავებული ფულით გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100