დედამ საკუთარ ქალიშვილს შვილი გაუჩინა (ფოტო)
ჩიკაგოში მცხოვრებმა ქალმა საკუთარ შვილს სუროგატი დედის მომსახურება გაუწია. 53 წლის სინდი რიოცელმა ქალიშვილს ხელოვნური განაყოფიერების დახმარებით გოგონა გაუჩინა.
ემილი ჯორდანმა დედას ბავშვის გაჩენა მას შემდეგ სთხოვა, რაც 2010 წელს ექიმებმა საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ოპერაციის შემდეგ მას შვილის გაჩენა აღარ შეეძლო.
„შეუძლებელია იმის აღწერა, თუ რას გრძნობ, როდესაც გეუბნებიან, რომ კიბო გაქვს და შვილი არასდროს გეყოლება“ – ამბობს ემილი.
ემილის განცხადებით, ეჭვი ეპარებოდა ამგვარი ოპერაციის წარმატებაში. თუმცა, სამედიცინო ტესტების შემდეგ, ექიმებმა სინდის ემილის განაყოფიერებული კვერცხუჯრედი გადაუნერგეს. ახალშობილს ელ სინტია ჯორდანი დაარქვეს.
კომენტარი