
ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. აღნიშნულის შესახებ მელიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცადა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია რამდენიმე საათის წინ დააკავეს. მისი აყვანის სპეცოპერაცია შსს-მ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დილიდან დაიწყო.
კომენტარი