
უკრაინის კულტურის სამინისტრომ რუსული ფილმის «Август. Восьмого» გაქირავებაში ჩაშვება აკრძალა
უკრაინის კულტურის სამინისტრომ ოფიციალურად აკრძალა რუსული პროპაგანდისტული ფილმის «Август. Восьмого» გაქირავებაში ჩაშვება უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, - ამის შესახებ უკრაინული მედიასაშუალებები იუწყებიან.
„ასეთი გადაწყვეტილება უკრაინის კულტურის სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც უწყებას ოფიციალური განცხადებით მიმართა ნაციონალურმა საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „თავისუფლებამ“ და ქართულმა დიასპორამ“, - იტყობინება ინტერფაქსი.
„თავისუფლების“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფილმი ეროვნებათაშორის შუღლს აღვივებს მოძმე ქართველი ხალხის მიმართ. ფაიზეევის ფილმის მიზანი რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გამართლებაა“, - განაცხადა „თავისუფლების“ აქტივისტმა ოლეგ მოხნიკმა.
შეგახსენებთ, რომ რუსული პროპაგანდისტული ფილმის «Август. Восьмого» ჩვენება უკვე ჩავარდა მოლდოვასა და აზერბაიჯანში.
კომენტარი