"ეს, რანაირ საქართველოში გავიღვიძე" - ნანუკა ჟორჟოლიანის ემოციური პოსტი
"ეს, რანაირ საქართველოში გავიღვიძე" - ნანუკა ჟორჟოლიანის ემოციური პოსტი :
"დღეს დილით ცოტა გვიან გავიღვიძე და შფოთვით შევქანდი გადაცემის ფეისბუქზე. ტრანსგენდერს ვმასპინძლობდი გუშინ და ვიფიქრე რომ ადრე დაძინების და გვიან გაღვიძების გამო ნეგატივისგან მისი დაცვა ვერ მოვახერხე და ჰოი საოცრებავ. არცერთი ნეგატიური კომენტარი. ყველა ამხნევებს. ხალხი ერთმანეთს უხსნის რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციაა არაა არჩევანი ეს, რანაირ საქართველოში გავიღვიძე. ნათელში და კეთილში. ბევრ ჩიბათს გისურვებთ ქვეყანაში და ლადო აფხაზავას განათლების მინისტრად.
პ.ს. გუშინ ვმასპინძლობდი ჩემპიონ ძმებს და მადლობა მათ მშობლებს. საოცარი შვილები ყავთ" - წერს ტელეწამყვანი.
კომენტარი