18 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო
"გურია ნიუსის"
ინფორმაციით, ოზურგეთის
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში
18 წლის ბიჭმა
თავი ჩამოიხრჩო.
"ეს უბედური ფაქტი დღეს მოხდა. ახალგაზრდა ბიჭმა საცხოვრებელ სახლში ჩამოიხრჩო თავი. თუ რა გახდა ამის მიზეზი არავინ არ იცის. ის დედასთან და ხუთ და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა. მეტი არაფერი ვიცი, რა გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი," _
გვითხრა სოფლის რწმუნებულმა.
კომენტარი