სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კლინტ ისტვუდმა ობამა გააკრიტიკა და იგი ინტერნეტ ჰიტად იქცა (ვიდეო)

31 აგვისტოს, ცნობილი კინორეჟისორი კლინტ ისტვუდი საკმაოდ ხმამარალი განცხადებით გამოვიდა, რომელიც ბარაკ ობამას კრიტიკას მოიცავდა.

ისტვუდი ობამას ბრალს სდებს იმაში, რომ პრეზიდენტმა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო. იგი ამ ყოველივეს გამო დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამს და პრეზიდენტისგან დასმულ კითხვებზე პასუხებს მოითხოვს.

„ვთვლი, რომ დროა თქვენ განზე გადგეთ და გზა მისტერ ომნის დაუთმოთ, ძვირფასო საზოგადოება, მინდა რომ აღვნიშნო, თქვენ და ჩვენ, დიახ ჩვენ ვართ ეს ქვეყანა. როცა ვინმეს არ შესწევს ძალა დაკისრებული მოვალეობა პირწმინდად შეასრულოს, ჩვენ მას წასვლის საშუალება უნდა მივცეთ“, - აღნიშნა ისტვუდმა.

ისტვუდის ემოციურმა გამოსვლამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. პუბლიკა შეძახილებითა და აპლოდისმენტებით ასაჩუქრებდა კინორეჟისორს. მოგვიანებით კი ამ საკითხის განხილვამ სოციალურ სამყაროშიც გადაინაცვლა. ინტერნეტ სივრცეში საზოგადოება ისტვუდს მადლობას უხდის იმისთვის, რომ მან უმრავლესობის შეხედულების სააშკარაოზე გამოტანა მოახერხა.

მოგვიანებით დემოკრატებმაც აიღეს რევანში. გაავრცელეს ფოტოსურათი, სადაც ოვალურ კაბინეტში, პრეზიდენტი სავარძელშია მოთავსებული და ამ ფოტოს აქვს მინაწერი: „ეს ადგილი უკვე დაკავებულია“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100