სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სამი კუბო მეტისმეტია იმისთვის, რომ ადამიანად დავრჩე... დამექცა ოჯახი" - ცუნცულა ენდელაძის ძმის უმძიმესი პოსტი გარდაცვლილი ოჯახის წევრებზე

ბაღ­და­თი-ქუ­თა­ი­სის გზა­ზე საშინელი ავარიის დროს გარდაცვლილი ოჯახის წევრი, ცუნცულა ენდელაძის ძმა სოციალურ ქსელში ისეთ მძიმე პოსტს აქვეყნებს, ძნელია ამის ცრემლების გარეშე წაკითხვა:

"ცუნცულა და მისი მონაგარი აღარმყავს ხალხო!!!! ( ბოდიშით რომ დაგღალეთ ჩემი ტრაგედიით) მაგრამ სამი კუბო მეტისმეტია''' იმისთვის რომ ადამიანად დავრჩე..
ვერ ვფლობ ვერანაირ სადავეებს ..
ჭირთათმენის ამხელა გამოცდას ვერ ჩავაბარებ' გამომცდელს...
- ვაი ჩემს გაძაღლებულ მომავალს...( ვერც დოსტოევსკიმ' ვერც დანტემ... 'ვერც ჩემმა ნაღვაწმა,ზნეობამ თუ მორალმა მიშველა . ... ღმერთიც ,ღმერთიც კი შვებულებაში იყო ამ დროს ... ( თორემ ასე არ მომექცეოდა)
... ფაქტი ისაა რომ დამექცა ოჯახი და "ვეღარ ვუყურებ მომავალს. " - წერს ზურა ენდელაძე.

შეგახსენებთ, რომ ბაღ­და­თი-ქუ­თა­ი­სის გზა­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლი გზის სა­ვა­ლი ნა­წი­დან გა­და­ვი­და და ხეს შე­ე­ჯა­ხა. ავა­რი­ას სამი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ბაღ­და­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ფერ­სათ­ში მცხოვ­რე­ბი იმე­და ოქ­რო­ჭე­ლი­ძე, მისი მე­უღ­ლე ცუნცულა ენდელაძე და 16 წლის შვი­ლი, ბექა ოქ­რო­ჭე­ლი­ძე.

გამოსვენება მოხდება სამშაბათს, 2 საათზე ფერსათის ღვთისმშობლის შობის ტაძრიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100