„აი ასე ესმით ქართველ გოგონებს ვეგეტარიანელობა“ - ორი სახალისო ისტორია
„ვეგეტარიანელობა — ცხოვრების წესი, ხასიათდება უპირველეს ყოვლისა კვებით, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერი ცხოველის ხორცს (ასევე ფრინველის, თევზის და ა.შ.). ვეგეტარიანელობაში არსებობს იგივე მოძრაობა — ვეგანობა, რომლის მიმდევრებიც უარს იძახიან ცხოველური წარმოშობის პროდუქტზე როგორც კვებაში (ძუძუმწოვრების რძეზე, კვერცხზე), ასევე საოჯახო ნივთებზეც“ - ეს ინფორმაცია ვიკიპედიაში ქართულ ენაზე წერია და წესით ვიკიპედიის გარეშეც არ უნდა იყოს ვეგეტარიანელი უცხო ისტყვა, თუმცა ქართული რეალობა სხვაგვარია.
აღნიშნულთან დაკავშირებით ქართველი მომღერალი არჩილ ზამბახიძე სოციალურ ქსელში ორ საინტერესო და სახალისო ისტორიას იხსენებს.
„დღეს შევესწარი უნიკალურ დიალოგს სუპერმარკეტ "ფურშეტში":
(დიალოგის სუბიექტები - ქერა თმიანი, ტუჩ-ტრაკ გაბზეკილი მყიდველი გოგო, დაახლოებით ჩემი ასაკის (+/-) და გამყიდველი)
(მყიდველი) - უკაცრავად, ეს რა არის?
(გამყიდველი) - ეგ კიევური კატლეტია.
(მყიდველი) - და რითია?
(გამყიდველი) - ქათმის ხორცით.
(მყიდველი) - ხო მართლა ქათმის ხორცია?
(გამყიდველი) - დიახ..(?!)
(მყიდველი) - დანამდვილებით?
(გამყიდველი) -
(მყიდველი) - კარგით მომეცით.. ჰმ, არა იცით რატომ ვკითხულობ? ვეგეტარიანელი ვარ და..“ - წერს ზამბახიძე.
მის ამ სტატუსს მეგობრების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რის გამოც არჩილმა შედარებით ძველი, მაგრამ ბევრად უფრო სახალისო ფაქტი გაიხსენა.
„წინა სტატუსზე ("ვეგეტარიანელის" ამბავი) გამახსენდა უკეთესი შემთხვევა, როდესაც გამოძახებული ტაქსის მომლოდინე მე და მიშა რომანოვი მაღაზიაში შევედით ლუდის საყიდლად:
ჩვენ და გამყიდველებს შორის ჩამოვარდა საუბარი შაურმაზე:
- არა, მე არ მიყვარს შაურმა
(ჩვენ) - მწვადი?
- არა, არც მწვადი..
- ვა.. ზოგადად ხორციანი კერძები?
- არა, ზოგადად არ ვჭამ ხორციან კერძებს..
- უი, რატომ, ვეგეტარიანელი ხარ?
და უცებ მისი სახე გაოცებული და... „რას ლაპარაკობთ, რა ვეგეტარიანელი ! მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ !“ - გვპასუხობს
მე და მიშკა - გავედით და თავი მოვიკალით.. 2-ჯერ..“ - წერს არჩილ ზამბახიძე
კომენტარი