ედუარდ შევარდნაძეს დღეს სამებაში გადაასვენებენ,13 ივლისს კი მეუღლის გვერდით დაკრძალავენ
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციიდან დღეს, 12:00 საათზე გამოასვენებენ.
კრწანისიის რეზიდენციიდან შევარდნაძეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც ექსპრეზიდენტის ცხედარი 13 ივლისამდე იქნება დასვენებული.
შევარდნაძეს
13 ივლისს
მეუღლის გვერდით, კრწანისის რეზიდენციაში დაკრძალავენ.
საქართველოს
ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში მაღალი რანგის სტუმრები გეგმავენ ჩამოსვლას.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თბილისს ეწვევიან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვი; სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე გალუსტ საჰაკიანი; ავსტრიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალური მინისტრი ვოლფგან ბრანდშთეთერი; იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტაკაო მაკინო. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი; გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-კანცლერი, ჰანს- დიტრიხ გენშერი და მისი მეუღლე ბარბარა გენშერი; ესტონეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი არნოლდ რუტელი; ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი როზა ოტუმბაევა.
ედუარდ შევარდაძეს 13 ივლისს დაკრძალავენ.
საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კომენტარი