„Forbes“-მა 2011 წლის ყველაზე ცუდი ავტომობილი დაასახელა
ჟურნალმა „Forbes“-მა 2011 წლის ყველაზე ცუდი ავტომობილების სია შეადგინა. სია ავტომობილის ღირებულების, საიმედოობისა და უსაფრთხოების პუნქტების გათვალისწინებით შედგა.
აღსანიშნავია, რომ 2011 წლის „Mercedes-Benz S-Class“-ის, „Smart ForTwo“-სა და „Nissan Titan“-ის გარდა, ყველა დანარჩენი მოდელი ამერიკული ავტომწარმოებლების მიერაა აწყობილი. მხოლოდ „General Motors“ და „Chrysler Ford“-იც მოხვდნენ ამ „არასასიამოვნო“ სიაში.
ყველაზე ცუდ ავტომობილებად, „Chevrolet Aveo“, „Jeep Wrangler“ და „Cadillac Escalade“ აღიარეს. პირველი სამეულის გარდა სიაში მოხვდნენ: „Chrysler Town&Country“, „Jeep Liberty“, „Dodge Nitro“ და „Dodge Dakota“, „Chevrolet Tahoe“ და „Chevrolet Colorado“.
კომენტარი