სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: პუტინს პრობლემა საქართველოს მთავრობასთან კი არა, ქართველ ერთან აქვს

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინმა „ძალიან ცივი წყალი“ გადაასხა ყველას, ვინც დღემდე ჯიუტად ამტკიცებს, რომ მას პრობლემა არა საქართველოსთან და ქართველ ერთან, არამედ საქართველოს მთავრობასთან აქვს.

"როგორც მან თქვა, აკუნინი ებრძვის, რადგან ის ქართველია. ამით გამოხატა, რომ მას პრობლემა აქვს ქართველობასთან, ქართველ ერთან და არა - საქართველოს რომელიმე მთავრობასთან. ეს ის არის, რაც ჩვენ ისედაც ვიცოდით, მაგრამ ახლა კაცმა თავისი პირით თქვა. დღეს იგივე კავკასიელებზე გაიმეორა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და დაამატა, რომ საქართველოში რუსეთის მუქარების არ ეშინიათ, რადგან მათ თავიანთი ქვეყანა ისედაც თავზე ენგრევათ.

"მთელი ეს პანიკური განცხადებები, აღიარებითი ჩვენებები იმის შესახებ, რომ თურმე არანაირი სამშვიდობო ოპერაცია არ ყოფილა და იყო ქართულ-რუსული სამხედრო დაპირისპირება, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, მიუთითებს იმაზე, რა მდგომარეობაშია დღეს ეს რეჟიმი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100