
თინეიჯერს ექიმმა 232 ზედმეტი კბილი ამოუღო
უნიკალური ოპერაცია იქნა ჩატარებული ინდოეთის ქალაქ მუმბაიში. სტომატოლოგებმა 17 წლის აშიკ გავაიიუს 232 კბილი ამოუღეს, რომლებიც ბიჭს იშვიათი დაავადების შედეგად ამოუვიდა.
ოპერაცია დაახლოებით 8 საათს გაგრძელდა, დანტისტების განცხადებით ეს გახლავთ ყველაზე რთული ოპერაცია რომელიც კი ოდესმე ჩატარებულა ამ სფეროში.
აშიკის დაავადებას ოდონტომა ქვია.
კომენტარი