სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მეუფეებო, ღმერთი გწაამთ"?

ბერმონაზონი ილია ვაშაკიძე, წმინდა სინოდის წევრებს ღია კითხვით მიმართვს და პასუხის გაცემას სთხოვს სწამთ თუ არა ღმერთი? ბერმონაზონ ილია ვაშაკიძის განცხადებას, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა უცვლელად გთავაზობთ.

პირველი და უმთავრესი კითხვა სინოდის წევრთა უმრავლესობას (ხაზს ვუსვამ, უმრავლესობას და არა ყველას): მეუფეებო, ღმერთი გწაამთ? მე ამ კითხვას ვსვამ ადეკვატურად და ადეკვატურ პასუხს ველი მათგან, რამეთუ, ვგონებ, ვინც ადეკვატურია გარესამყაროსთან, ერკვევა ადგილსა, დროსა და მოვლენებში და რეალურად ხედავს დღევანდელ მოცემულობას, ყველას გაუჩნდებოდა ეს კითხვა. ვისაც ეს კითხვა გაგჩენიათ და პასუხი არ გქონიათ საკუთარ თავთან გასაცემად, გთხოვთ დაალაიქოთ სტატუსი. ღმერთმა დაგლოცოთ და გამოვითხოვ თქვენს ლოცვებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100