სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30,000 ევროთი დააჯარიმა

საქართველოსა და თურქეთის გულშემატკივრებს შორის დორტმუნდის სტადიონზე მატჩის წინ ხანმოკლე ჩხუბის გამო, UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30,000 ევროთი (32,200 აშშ დოლარი) დააჯარიმა, თურქეთი - 25,000 ევროთი (26,900 აშშ დოლარი).

მასპინძელი გერმანია ორჯერ დაჯარიმდა სათამაშო მოედნის დაცვის წარუმატებლობის გამო. საუბარია პორტუგალიასთან, საქართველოსა და თურქეთის მატჩების დროს მოედანზე შესულ გულშემატკივარზე, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუსთან სელფის გადაიღეს.

რვა გუნდი - უნგრეთი, შვეიცარია, ხორვატია, ალბანეთი, პოლონეთი, სერბეთი, რუმინეთი და ბელგია - დააჯარიმეს გულშემატკივრების ქცევისთვის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩის დროს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100