სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში, ის ეკუთვნის უკრაინას" - სააკაშვილის ემოციური ჩართვა პროცესზე

მოვლენების ეპიცენტრი საქალაქო სასამართლოა, სადაც მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო. მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, მესამე პრეზიდენტი პროცესს დისტანციურად ჩაერთო.

მიხეილ სააკაშვილი პროცესზე სიტყვით უკრაინულ ენაზე წარდგა და თქვა, რომ მისი გული უკრაინაში უნდა დამარხონ, რადგან ის უკრაინას ეკუთვნის.

მე საქართველოს მივეცი ჩემი ცოდნა... ახლა მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და ერთადერთი, რასაც ვითხოვ, ეს არის ადეკვატური მკურნალობა. თუ საჭიროა, სიცოცხლესაც მივცემ.

ჩემი მდგომარეობა არის მკვეთრად გაუარესებული. თუ მე ვერ ვიცოცხლებ გამარჯვებამდე, რაც ასე ახლოსაა, გული უნდა იყოს დამარხული კიევში, რადგანაც ეკუთვნის უკრაინას“ - თქვა ყოფილმა მთავარსარდალმა.

სიტყვის დასრულების შემდეგ, სააკაშვილმა მაისური აიწია და მოსამართლეს ტანი აჩვენა, პრეზიდენტი საგრძნობლად არის გამხდარი და ეს ერტი შეხედვითაც ჩანს.

ამის შემდეგ "ვივა-მედიდან" ჩართვა შეწყდა. მასთან კავშირის აღდგენა ჯერჯერობით ვეღარ ხერხდება.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის ბოლო მოწმეები გამოიკითხებიან. მათ შორის, ჩვენებას ცნობილი ექიმი-ნევროლოგი თენგიზ წულაძეც მისცემს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100