ზურაბ ბუბუტეიშვილი: ხუდონჰესიც უნდა ავაშენოთ და ყველა რესურსი ავითვისოთ, რაც ეკონომიკას გააძლიერებს
სააქციო საზოგადოება ,,სარაჯიშვილის“ აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ბუბუტეიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ აუცილებლად უნდა აითვისოს არა მხოლოდ ჰიდრორესურსები, არამედ ყველა არსებული რესურსი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.
მისი თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება, როგორუცაა ხუდონჰესი და განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას ჰიდრორესურსების მხოლოდ 18% აქვს ათვისებული.
,,მე მხოლოდ მივესალმები ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, რომელიც ხუდონჰესის მასშტაბის პროექტების განხორციელებაზე არის დამოკიდებული. არ მესმის როგორ შეიძლება გონიერი ადამიანი იყოს წინააღმდეგი მისი აშენების ან რა არგუმენტები შეიძლება იყოს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის, ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული იაფი ელექტროენერგიის, ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანის, პერსპექტივაში ელექტროენერგიაზე ტარიფის უახლოეს პერიოდში შემცირების თუ არა, შენარჩუნების წინააღმდეგ. ჩემი, როგორც ელექტროენერგიის ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელის პროდუქციის თვითღირებულებაში ელექტროენერგიის ხარჯიცაა და რა თქმა უნდა მისი არგაძვირება ან გაიაფება პირდაპირ აისახება ჩვენი პროდუქციის ფასზე. საერთოდ, მე მივესალმები იმას, რომ ქვეყანამ აითვისოს ყველა რესურსი და გაძლიერდეს“ - განაცხადა ბუბუტეიშვილმა.
კომენტარი