სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოპოზიციას კიდევ ერთი პოლიტიკური გაერთიანება შეემატა

უზნაძის 113 ნომერში მდებარე შენობაში, სადაც ახალი პოლიტიკური გაერთიანების ოფისი უნდა განთავსდეს, რამდენიმე პოლიტიკური ფიგურა უკვე გამოჩნდა. ამ დროისთვის შენობაში ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე და ეროსი კიწმარიშვილი იმყოფებიან. სავარაუდოდ, ცოტა ხანში ახალი პოლიტიკური გაერთიანების სხვა წარმომადგენლებიც გამოჩნდებიან. ჟურნალისტებს დაცვის თანამშრომლები ოფისში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
ფკდსფკდს;ფკდლს;ფ;ს
ახალი გაერთიანების ლიდერებად ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, ეროსი კიწმარიშვილი და სოზარ სუბარი სახელდებიან. ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაცია ხვალ 13.00 საათისთვის არის დაგეგმილი.
ფკდსფკდს;ფკდლს;ფ;ს
"დრონი.ჯი" დაინტერესდა როგორ აფასებენ ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნას კოლეგა ოპოზიციონერები და აპირებენ თუ არა ახალ პოლიტიკურ გაერთიანებასთან თანამშრომლობას და ამ საკითხზე სასაუბროდ ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუკავშირდა.
ფკდსფკდს;ფკდლს;ფ;ს
"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის", პეტრე მამრაძე: "ჩვენ დადებითად ვაფასებთ ახალი პარტიის შექმნას, მნიშვნელოვანია, რომ შეიკრიბნენ ადამიანები, ლიდერები, რომლებსაც ჩვენი საზოგადოება კარგად იცნობს, გარდა ამისა, ვისაც აქვს საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოცდილება სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობისა, როგორც პარლამენტის წევრობის, ასევე მინისტრობის და ელჩობის. ოქრუაშვილი, გაჩეჩილაძე, სუბარი და გუნცაძე არიან გამოცდილი პოლიტიკოსები. "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" უსურვებს ახალ პარტიას დიდ წარმატებას. გაერთიანებას არა, მაგრამ აქტიურ თანამშრომლობას ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვას ემსახურება, ჩვენი პარტია ყველასთან აპირებს".
"ახალი მემარჯვენები", მამუკა კაციტაძე: "ძალიან მიჭირს და არ ვაკეთებ კომენტარს ჯერ არარსებულ და არშემდგარ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაზე. როდესაც ეს ახალი პოლიტიკური გაერთიანება შეიქმნება და გაცხადდება თუ ვინ არიან მანდ თავმოყრილნი და რა უნდათ საერთოდ, ანუ რა ფასეულობები და რა მიმართულებები აქვთ, კომენტარს მაშინ გავაკეთებ. მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბრებ ურთიერთპერსპექტივებზე და ურთიერთ-თანამშრომლობაზე, თუ საერთოდ უპერსპექტივობაზე.
ფკდსფკდს;ფკდლს;ფ;ს
"კონსერვატორი" კახა კუკავა, რომელიც უზნაძის ქუჩაზე მდებარე ოფისში უკვე მივიდა, ახალ ოპოზიციურ გაერთიანებასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. კუკავა ასევე არ გამორიცხავს ახალ პოლიტიკურ გაერთიანებასთან მჭიდრო თანამშრომლობას პარტიულ დონეზეც: "მართალია ახალ პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა მივიჩნევ, რომ რადიკალურმა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთთან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ", - განაცხადა კუკავამ.
ფკდსფკდს;ფკდლს;ფ;ს
ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ ოფიციალური კომენტარები დღეს არ გაკეთდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100