სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ, რატომ და რამდენი ადამიანი დააკავა დღეს შსს-მ?

დღეს 2012 წლის 9 დეკემბერს ქართველმა სამართალდამცავებმა სულ 12 ადამიანი დააკავეს.

შსს-მ დაკავებების შესახებ დღეს შემდეგი ინფორმაციები გაავრცელა:

ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის 1 განყოფილების თანამშრომლებმა ჯგუფურ ძარცვაში ბრალდებული სამი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით 2012 წლის 24 ოქტომბერს ჯანო მ.-მ, ირაკლი ჯ.-მ და ოლეგ ც.-მ ვარკეთილის მასივის ტერიტორიაზე ეთერ ინაურსა და ლუიზა ანდრიასოვას თავს დაესხნენ და ძალის გამოყენებით.

ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ორი პირი, 1996 წელს დაბადებული ლაშა ქ. და 1998 წელს დაბადებული გელა ჯ. დააკავა.

ქობულეთის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 1967 წელს დაბადებული სულიკო მ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობისათვის, 1992 წელს დაბადებული ზურაბ ჩ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონული სამმართველ¬ოს თანამშრომლ¬ებმა მიღებული ოპერატიული¬ ინფორმაციი¬ს შედეგად ქ.ბორჯომში, ბო¬რჯომის პირველი ჩამომსხმელ¬ი ქარხნის თანამშრომელი ლაშა პ.¬ დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-10 განყოფილების თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე 1990 წელს დაბადებული ბექა შ. და 1991 წელს დაბადებული კარლო მ. დააკავეს. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 6 დეკემბერს აფხაზეთის ქ. # 12-ში მდებარე გეთიაშვილების საცხოვრებელი სახლიდან 1505 ლარის ოდენობის თანხა მოიპარეს.

2012 წლის 5 დეკემბერს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ქ. ზუგდიდში დაკავებულ იქნა გალის რაიონის სოფელ დიხაზურგაში მცხოვრები, 1961 წელს დაბადებული ნუგზარ გ. აღნიშნული პირი შსს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ 2010 წლიდან ზუგდიდის რაიონის სოფელ ჩხორიაში მცხოვრები ზურაბ ჭითანავას განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს "სანი"-ს მფლობელი, ბიზნესმენი სერიოჟა გვარამია დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გვარამია პასუხისგებაში მიეცა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება. საქმე ეხება შპს "სანი"-ს ხელმძღვანელი პირების მხრიდან ყალბი საბუღალტრო დოკუმენტების გამოყენებით ფულადი თანხების მითვისების ფაქტს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100