სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანკარისა და იზმირის აეროპორტებში ქართული ღვინოების კუთხეები გაიხსნა

ანკარისა და იზმირის საერთაშორისო აეროპორტების Duty Free-ის ზონებში ქართული ღვინოების კუთხეები გაიხსნა.ქართული ღვინოების შეძენის საშუალება მილიონობით მგზავრს მიეცემა.

ესპანური და ფრანგული ღვინოების გვერდით მაღაზიებში წარმოდგენილია ღვინის მწარმოებელი რამდენიმე ქართული კომპანიის მრავალი დასახელების საუკეთესო ღვინო. შეგახსენებთ: სტამბულის აეროპორტის ქართული ღვინის კუთხეები Duty Free-ის მაღაზიებში 15 აგვისტოს გაიხსნა.

„ტავ აეროპორტების ჰოლდინგი“, რომლის უშუალო მონაწილეობით განხორციელდა აღნიშნული პროექტი, ოპერირებას უწევს როგორც ანკარისა და იზმირის აეროპორტებს, ასევე კიდევ 10 საერთაშორისო აეროპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისისა და ბათუმში, სტამბულში, ასევე ტუნისში, მაკედონიაში, ლატვიასა და საუდის არაბეთში. ტავ ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის ასევე ყველა ზემოთ ჩამოთვლილი აეროპორტების Duty Free -ის ქსელის მმართველი კომპანია ATU.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100