ხვალიდან „სუპერ ტივიზე“ GMG-ს არხები გაითიშება
კომპანიები ერთმანეთს ადანაშაულებენ
რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5
უმსხვილესი საკაბელო ტელევიზია „სუპერ ტივი“ ხვალიდან „ჯი ემ ჯის“ არხებს გათიშავს. ეს ფაქტი რადიო „კომერსანტს“ „სუპერ ტივიში“ უკვე დაუდასტურეს. მათი განმარტებით, მიზეზი ისაა რომ „გლობალ მედია გრუპთან“ გადასახადის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
რომელი არხები ჩაანაცვლებენ „ჯი ემ ჯის“ – ეს ჯერჯერობით უცნობია.
თავად „ჯი ემ ჯი“–ში აცხადებენ, რომ „სუპერ ტივის“ მათ მიმართ დიდი ოდენობით დავალიანება დაუგროვდა და არხების გათიშვის მიზეზიც ეს გახდა. „გლობალ მედია გრუპის“ განცხადებით, „სუპერ ტივის“ დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად ორთვიანი ვადა აქვს.
კომენტარი