სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქართული მარში" რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ კონტრაქციის გამართვას გეგმავს

ე.წ. "ქართული მარში" პარლამენტთან მიმდინარე აქციის გაპროტესტებას და კონტრაქციის გამართვას გეგმავს.

ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა განაცხადეს. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, "ქართული მარშის" პროვოკაციას არ აყვნენ.

რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში დაჯგუფება "ქართული მარშის" ერთ-ერთმა წევრმა კონსტანტინე მორგოშიამ აქციის გამართვის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

მისი ინფორმაციით, ისინი 19:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100