სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტერორისტული აქტის მზადება ფილიპ კირკოროვის კონცერტზე - შეუკვეთა თუ არა მაქსიმ გალკინმა მომღერლის მკვლელობა?

რუსული ესტრადის ვარსკვლავის, ფილიპ კირკოროვის კონცერტზე, რომელიც დაღესტანში ტარდებოდა, ტერორისტული აქტი იყო დაგეგმილი - ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

ტერორისტული აქტის მცდელობისთვის ოთხი ადამიანია ეჭვმიტანილი, რომელთაგანაც ერთ-ერთმა, გვარად კაზუევმა მოგვიანებით მართლაც აღიარა ბრალი და აღნიშნა, რომ ის დაკვეთით ხორციელდებოდა. როგორც კუზაევის ადვოკატმა აღნიშნა, 2017 წლის ივლისში თავისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებული მოსკოვში ერთ-ერთ შოუზე იმყოფებოდა, სადაც შოუს წამყვანი მაქსიმ გალკინი მივიდა მასთან და 2 მილიონი რუბლის სანაცვლოდ კირკოროვის მკვლელობა შეუკვეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, კუზაევი მაშინვე დათანხმდა გალკინს, წინასწარ ერთი მილიონი აიღო მსახიობისგან და ტელეფონი სიმ ბარათით, რომლითაც დამკვეთი დრო და დრო უკავშირდებოდა ხოლმე. როგრც აღმოჩნდა, ეჭვმიტანილს არც აღნიშნული ტელეფონი და არც რაიმე სხვა მტკიცებულება აღმოაჩნდა, რომელიც გამოძიებას მაქსიმ გალკინის კვალზე აიყვანდა.

ბრალდებული და მისი ადვოკატი აცხადებენ, რომ იუმორისტი თავის ცოლსა და მის ყოფილ ქმარზე ეჭვიანობდა და მეტოქის ჩამოშორება ამ გზით სურდა. ისინი მაქსიმ გალკინისა და ალა პუგაჩოვას დაკითხვასაც მოითხოვენ, თუმცა გამომძიებელი უარს აცხადებს და განმარტავს, რომ ეს დაკითხვა გამოძიებას ჩიხში შეიყვანს. რაც შეეხება კირკოროვის პოზიციას, მისმა აგენტმა გააკეთა უკვე განცხადება და თქვა, რომ კუზაევის ჩვენება სრული სიცრუეა და მეტი არაფერი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100