სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჯაბა ბოჯგუას სიცოცხლისთვის" - ნინი წიკლაურმა ამერიკაში მომღერლის დასახმარებლად თანხა შეაგროვა

მომღერალი ნინი წიკლაური ბოლო პერიოდი ამერიკაში ცხოვრობს და შვილიც იქ შეეძინა, თუმცა საქართველოში მყოფ შოუ ბიზნესის წარმომადგენლებთან ხშირი კონტაქტი აქვს. ცოტა ხნის წინ კომაში მყოფი მომღერლის, ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად მომღერლებმა კონცერტი გამართეს, რომელსაც, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ადამიანი დაესწრო. ნინი წიკლაურმა გადაწყვიტა, რომ ამერიკაში მყოფი ქართველებისთვის ეთხოვა დახმარება, რადგან კონცერტიდან შესული თანხა ჯაბას დასახმარებლად არ იყო საკმარისი. ნინიმ გარკვეული თანხა შეაგროვა და გადმორიცხა კომაში მყოფი კოლეგისთვის. საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ნინი წერს:"მოკლედ,რაც შეგროვდა გამოვგზავნე.მადლობა ყველას ვინც მიიღო მონაწილეობა ამ უდიდეს საქმეში ❤️ ვინც ვერ მიიღეთ მათაც მადლობა.#ჯაბაბოჯგუასსიცოცხლისათვის "

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100