სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქვიშისგან გამოძერწილი სკულპტურები, რომლებიც ხელოვნების ნიმუშებად იქცა

ხელოვნება ისეთი სფეროა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი მეტ-ნაკლებად იპოვნოს, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული ნიჭი აქვთ და ისეთი საგნებისა თუ მატერიებისგან შეუძლიათ ხელოვნების ნიმუშის შექმნა, რომ მანამდე ეს შეიძლებოდა წარმოუდგენლადაც კი მოგვჩვენებოდა.

პატარაობაში ყველას გვიყვარდა თოვლის კაცის ფიგურების გაკეთება, თუმცა ახლა ყინულის სკულპტურების ისეთი ნიმუშები არსებობს, ცოტა მერიდება კიდეც ჩემი ბავშვობის დროინდელი თოვლის კაცუნის მათთან შედარება.

არც ქვიშის ფიგურებია უცხო, რომლებსაც სანაპიროზე ნესტიანი ქვიშით ვძერწავდით, თუმცა თუ ამ ნამუშევრებს გადაავლებთ თვალს, მიხვედბით, რომ მისგან ბევრად უფრო ლამაზი ფიგურების გაკეთებაა შესაძლებელი და ეს ყველას არ გამოსდის. ამჯერად გთავაზობთ ქვიშისგან შექმნილ სკულპტურებს, რომლებიც მინიმალური შტრიხებითაც კი საოცრად დახვეწილი და რეალურია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100