სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უგულავა განმარტავს, რატომ არ მიდის დაკითხვაზე

დედაქალაქის მერმა დღეს დილით მორიგი განცხადება გაავრცელა, რომელსაც droni.ge უცვლელად გთავაზობთ.

მე კიდევ ერთხელ მინდა განვუმარტო საზოგადოებას, თუ რატომ არ მივდივარ დაკითხვაზე პოლიციაში, თუმცა უარს არ ვამბობ თავად დაკითხვის ფაქტზე. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ საჯარო ბიბლიოთეკასთან განვითრებული მოვლენებისას, მე და ჩემი თანმხლები პირები დავზარალდით, ხოლო პოლიციამ დანაშაულებრივი უმოქმედობა გამოავლინა. კერძოდ, არ უზრუნველყო საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცვა.

8 თებერვლის დილიდან მთელი დღის განმავლობაში იკვეთებოდა, რომ საჯარო ბიბლიოთეკასთან პროვოკაცია იგეგმებოდა. ყოველივე ამის ფონზე, საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი ბატონი ღარიბაშვილი გამოდის უკვე მზა პოსტულატებით, ვერსიებით, ბრალდებებით და მოგვიხსენიებს პროვოკატორებად რითაც უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს, მაშინ მე როდესაც მოწმის სტატუსით ვარ დაბარებული. ყოველივე ეს ბადებს ეჭვს, რომ მის მიერ წარმოებული გამოძიება ვერ იქნება ობიექტური.

ეს ის გამოძიებაა, რომლის ფარგლებში, პოლიციელის ხელის დარტყმისთვის ყოფილ პატიმარს ას ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს და ორი ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა პირი, რომელმაც დეპუტატ ქალბატონს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ასევე არანაირ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს გამოძიებისთვის ჩემი შეთავაზება, ვინაიდან ამ შეთავაზებით, ჩემი აზრით სავსებით კეთილგონიერად ისარგებლა საქართველოს პროკურატურამ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, როდესაც სხვა საქმესთან დაკავშირებით, ჩემი დაკითხვა თბილისის მერიაში განახორციელეს. აღნიშნული სრულ შესაბამისობაშია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ცდილობს თავისი საქმიანი უსუსურობა და დანაშაულებრივი უმოქმედობა „გულადი“ საქციელით გადაფაროს, რომ ის პრინციპულია ქალაქის მერისა და დეპუტატების მიმართ და რომ თითქოს შეუძლებელია ჩვენი დაკითხვა სხვა ადგილას განხორციელდეს. ამის შესახებ იურიდიული განმარტებები ჩვენ საზოგადოებას უკვე გავაცანით. ამიტომ, მე მივმართავ გამოძიებას და კვლავ ვადასტურებ, რომ მზად ვარ მივცე ჩვენება. თბილისის მერიაში.

ამასთან, მათ შეუძლიათ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 175-ე მუხლის შესაბამისად მიმართონ სასამართლოს და თუ სასამართლო საკითხის განხილვის შედეგად გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას, პოლიციაში დაკითხვაზე ჩემი მისვლის აუცილებლობის შესახებ, მე საჯაროდ ვაცხადებ, რომ დავემორჩილები მხოლოდ სასამართლოს ასეთ გადაწყვეტილებას. ამასთანავე კატეგორიულად მოვითხოვ, იმისათვის რომ საზოგადოებაში აღდგეს ნდობა წარმოებული გამოძიების მიმართ, დაიკითხოს თავად ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ის თანამდებობის პირი, რომელსაც კანონით ევალებოდა ადგილზე წესრიგის დაცვა, რაც მათ ვერ უზრუნველყვეს.“ - ნათქვამია გიგი უგულავას განცახდებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი გიგი უგულავა ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამართველოში 2013 წლის 13 თებერვალს 12:00 საათზე მოწმის სახით ჩვენების მისაცემად დაიბარეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100