რომელი სასულიერო პირები განკვეთა მეუფე სტეფანემ და რა აეკრძალათ მათ
ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, 10-მდე სასულიერო პირი სამონაზვნე და სასულიერო დასიდან სრულად განკვეთა. ესენი არიან:
ნასყიდა ღუდუშაური (ყოფილი ბერ-დიაკონი პეტრე);
მიხეილ მდივანი (ყოფილი მონაზონი ათინოგენი);
ტარიელ გვილავა (ყოფილი მონაზონი დანიელი);
თამაზ სხულუხია (ყოფილი მონაზონი ამბროსი);
ბაჩუკი ხელაია (ყოფილი მონაზონი დავითი);
ბათა-ავთანდილ გვილავა (ყოფილი მონაზონი ბასილი);
მარკოზ წულაია (ყოფილი მონაზონი მარკოზი).
მათ აეკრძალათ სამონაზნო და სხვა საეკლესიო შესამოსლით შემოსვა, აგრეთვე - სამონაზნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება. მათ და, მათთან ერთად, გაგა ავალიანსა და ჯაბა ცეცხლაძეს, აეკრძალათ ჭყონდიდის ეპარქიის მონასტრებსა და სხვა საეკლესიო ნაგებობებში ცხოვრება და საქმიანობა, აგრეთვე - საეკლესიო მიწების გამოყენება.
ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის თქმით, აღნიშნული სასულიერო პირები, რომლებიც პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან, არღვევდნენ საეკლესიო კანონებს, ცდილობდნენ ეკლესიაში შუღლის შეტანას, აქეზებდნენ სხვა პირებს და ეწინააღმდეგებოდნენ პატრიარქს.
კომენტარი