ჯოლის მოულოდნელი განცხადება, ანჯელინა მსახიობობას თავს ანებებს
ანჯელინა ჯოლი სამსახიობო კარიერას ასრულებს. კინოვარსკვლავმა განაცხადა რომ რეჟისორის ამპლუაში უკეთ გრძნობს თავს. აღნიშნული ფაქტი ჯოლიმ ჟურნალ DuJour-ს გაუმხილა.
შეგახსენებთ რომ ანჯელინა ჯოლის როგორც კინორეჟისორის სადებიუტო ნაშრომი „გაუტეხელი“ (Unbroken) ეკრანებზე რამდენიმე დღის წინ გამოვიდა და სწორედ ეს ფილმი გახდა ჯოლის კარიერული გეგმების ცვლილების მიზეზი.
„მე ყოველთვის არაკომფორტულად ვგრძნობი თავს მსახიობის ამპლუაში, კამერის წინ დგომა არასოდეს მომწონდა. უბრალოდ ვერასოდეს წარმოიდგენდი თავს რეჟისორად. ახლა კი საბოლოოდ გადავწყვიტე, იმედი მაქვს ჩემი სარეჟისორო კარიერა კარგად აეწყობა, რადგან ფილმის გადაღებისას მე თავს ბედნიერად ვგრძნობ. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ მომავალში მსახიობობისთვის თავის დანებებას ვგეგმავ“ - განაცხადა ვარსკვლავმა DuJour-თან საუბრისას.
კომენტარი