სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა

სულ ცოტა, 8 ადამიანი დაშავდა იაპონიაში მიწისძვრის შედეგად მიაგის და ივატეს პრეფექტურებში. ამის შესახებ რუსული მედია, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვა დეტალები უცნობია. ამავდროულად მიწისძვრამ არ იმოქმედა ატომური ელექტროსადგურების მუშაობაზე, რომლებიც ფუკუშიმას, მიაგისა და იბარაკის პრეფექტურებშია.

იაპონიაში 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მეტეოროლოგიური სამმართველო ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მიაგის პრეფექტურასთან, წყნარ ოკეანეში, 60 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100