სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში 19 წლის გოგონა სამმა ბიჭმა ჯგუფურად გააუპატიურა

თბილისში ჯგუფური გაუპატიურების შემზარავი ფაქტი მოხდა. შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთი ცენტრალური უბნის ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა, ინფორმაცია ახლა ვრცელდება.

ცნობას მომხდარი დანაშაულის შესახებ გამოცემა "პრაიმ ტაიმი" ექსკლუზიურად აქვეყნებს. "პრაიმ ტაიმის" მიხედვით, ირკვევა, რომ 19 წლის სტუდენტ გოგონაზე სამმა მამაკაცმა იძალადა. მოძალადეებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. გაზეთი არ ამხელს მსხვერპლის ვინაობას და იმ ტერიტორიის დასახელებისგანაც თავს იკავებს, სადაც ფაქტი მოხდა. მსხვერპლი ამავე უბანში ცხოვრობს. გაზეთის ცნობის მიხედვით, შემთხვევა ერთ-ერთი უბნის სკვერში მოხდა.

„ჩვენ ქრონოლოგიურად მოგითხრობთ დანაშაულის დეტალებს. სტუდენტი გოგონა სახლში უნივერსიტეტიდან მეტროთი დაბრუნდა. შემდეგ კი სახლისკენ მიმავალ გზას ფეხით გაუყვა. სწორედ ამ დროს მას მისთვის უცნობი სამი ახალგაზრდა დაესხა თავს, რომლებმაც ძალის გამოყენებით შეათრიეს გოგონა სკვერში, სადაც გამვლელები არ იმყოფებოდნენ. ამ გარემოებით ისარგებლეს და მოძალადეებმა გოგონა გააუპატიურეს. მსხვერპლის მონათხობიდან ირკვევა, რომ შემთხვევას რამდენიმე თვითმხილველიც ჰყავდა. საუბარია ტაქსის ორ მძღოლზე, რომლებმაც მოძალადეებს ხელი არ შეუშალეს და დანაშაულებრივ ქმედებას მშვიდად, შორიდან ადევნებდნენ თვალ-ყურს".

„პრაიმტაიმი" იუწყება, რომ პოლიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა და სამივე დამნაშავე დაკავებულია, რომლებიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ და წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. რაც შეეხება მსხვერპლს, ის ფსიქოლოგის ზედამხედვლობის ქვეშ არის. ვრცელდება ინფორმაციაც, რომ გოგონა ერთ-ერთი მოძალადისაგან დაფეხმძიმდა.

ძალადობის მსხვერპლი ინტერნეტით, სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფში დანაშაულს პირადად გამოეხმაურა:

„სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ვითვლიდი და პირდაპირი მნიშვნელობით ვისწავლე მიწაში სუნთქვა, რადგან მოძალადეებს არ დავეხრჩვე".

ვინ არიან მოძალადეები, რომელთა შორის ერთი არასრულწლოვანია? როგორც „პრაიმტაიმისთვის“ ხდება ცნობილი, დანაშაულში ეჭვიმტანილები მიუსაფარი ახალგაზრდები არიან, რომლებიც მოსახლეობისგან მიღებული მოწყალებით ირჩენენ თავს.

თბილისში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების ფაქტის შესახებ გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავარი პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ აწარმოებს. ამ ეტაპზე დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. გარდა ამ პროცედურისა, ძალადობის მსხვერპლი კონსულტაციებს გადის ექიმებთან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100