speqtri.ge: სიღნაღში ქალმა 84 წლის მამაკაცი სცემა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში ნანა დარჩაშვილმა 84 წლის მეზობელი, თამაზ ოგანოვი სცემა.
– “გამოძიება სსკ-ის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. ქალბატონი არ დაუკავებიათ, ეს პიროვნებები უკვე შერიგდნენ და სავარაუდოდ გამოძიებაც შეწყდება. ექსპერტიზის დასკვნით მამაკაცს მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდა”- განუმარტეს speqtri.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში.
დავა მეზობლებს შორის საუბნო წყლის გამო წარმოიშვა.
კომენტარი