სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თავში ჩაქუჩი ჩაარტყა, შემდეგ ყელი გამოჭრა" - თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

სისხლიანი ანგარიშსწორება და სასტიკი დანაშაული თბილისში - მოკლული 45 წლამდე გიორგი ბასიაშვილია, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით წლების განმავლობაში თბილისში ერთ-ერთ ტკბილეულის ქარხანაში მუშაობდა. ახალგაზრდა კაცს სასიკვდილო ჭრილობები დაცვის თანამშრომელმა მიაყენა - მას ჯერ თავში რამდენჯერმე ჩაქუჩი ჩაარტყა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა.

ცხედარი მშობლიურ ქალაქს კასპში უკვე გადაასვენეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მედიასთან არ საუბრობენ.

"ერთმანეთს ვერ იტანდნენ და იმ ბიჭს მოუკია, ჩაქუჩი თავში დაურტყამს, ასე იძახიან. თბილისში მუშაობდა", - ამბობს ადგილობრივი.

მოკლული კასპში სამ მცირეწლოვანათან და ცოლთან ერთად ცხოვრობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ბრალდებული უკვე დაკავებულია.





წყარო: მთავარი არხი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100