
კორონავირუსის გამო ციხის ბუნტი იყო - პატიმრებმა სამზარეულოს ცეცხლი წაუკიდეს
ბუნტი ტაილანდის ციხეში - პატიმრებმა სამზარეულოს ცეცხლი წაუკიდეს.
კორონავირუსის გამო ციხის ბუნტი იყო ტაილანდში. პატიმრებმა ქვეყნის ერთ-ერთ ციხეში, სადაც სასჯელს 2 ათასამდე მსჯავრდებული იხდის, სამზარეულოს ცეცხლი წაუკიდეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. 7-მა პატიმარმა კი ციხიდან გაქცევა მოახერხა.
ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, სამართალდამცველებმა გაქცეული მსჯავრდებულები უკან დააბრუნეს.
კორონავირუსის გამო ტაილანდის ციხეებში შეზღუდვები 18 მარტს დაწესდა.
კომენტარი