
ელექტრონული ტენდერით, სახელმწიფომ 107,652 მილიონი ლარი დაზოგა
სახელმწიფომ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, 107,652 მილიონი ლარი დაზოგა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ავრცელებს. მათ ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემები 2010 წლის 1 დეკემბრიდან 2011 წლის 1 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.
სააგენტოს ცნობით, დეკემბერ-ივნისში სულ 762,085 მლნ ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი გამოცხადდა, ხოლო მიმწოდებლების მიერ მინიმალურმა შეთავაზებამ 654,467 მლნ ლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 1 დეკემბრიდან სახელმწიფო ტენდერი მხოლოდ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით იმართება.
კომენტარი