
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ახალგაზრდა კაცი, ცივი იარაღით დაჭრეს.
წინასწარი ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარი