
ნინო ბურჯანაძე საკუთარ მცველს ღალატში ადანაშაულებს
მოსასმენი მოწყობილობა, რომლითაც ჩაიწერა სატელეფონო საუბარი ნინო ბურჯანაძესა და მის შვილს, ანზორ ბურჯანაძეს შორის, შესაძლოა, კაბინეტში ექს-სპიკერის ერთ-ერთ მცველს დაემონტაჟებინა.
ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ „რეზონანსის“ კორესპონდენტს შაბათს უთხრა. მისი თქმით, ერთ-ერთი მცველი აქციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე საეჭვოდ გაუჩინარდა.
„ვიღაც გარეწარმა ჩემს სამუშაო კაბინეტში შეაღწია და იქ მოსასმენი მოწყობილობა დაამონტაჟა“, - მიიჩნევს ბურჯანაძე.
მანამდე ნინო ბურჯანაძე ამტკიცებდა, რომ მხოლოდ მცველების თავდაჯერებული მოქმედების შედეგად გადარჩა დაზიანებების გარეშე 26 მაისის მიტინგის დაშლისას.
კომენტარი