
საფრანგეთის სამხედრო ავიაციამ იერიში მიიტანა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დე-ფაქტო დედაქალაქზე
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ავიაციამ იერიში მიიტანა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე ქალაქ ერ-რაქაში, რომელიც ტერორისტების დე-ფაქტო დედაქალად მოიხსენიება.
ქალაქი ჩრდილოეთ სირიაში მდებარეობს, დედაქალაქ დამასკოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 400, ხოლო თურქეთის საზღვრიდან 100 კილომეტრის მანძილზე, ერ-რაქა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს შენაერთებმა 2013 დაიკავეს.
ავიადარტყმებში მონაწილეობა მიიღო 12-მა თვითმფრინავმა - ჩამოდებულია 20 ბომბი.
სამინისტროს ინფორმაციით განადგურებულია სამეთაურო პუნქტი, საწვრთნელი ბანაკი, შეიარაღების საწყობი და ტერორისტთა სხვა სამხედრო ობიექტები.
ოფიციალური პარიზის განცხადებით, საფრანგეთი ტერორისტებთან ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს.
კომენტარი