
პლიმუტში დანით შეიარაღებულმა 50 წლის კაცმა 4 ადამიანი დაჭრა და ადგილიდან მიიმალა
ბრიტანეთის ქალაქ პლიმუტში დანით შეიარაღებულმა 50 წლის კაცმა 4 ადამიანი დაჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას SkyNews-ი ავრცელებს.
თავდასხმა ერთ-ერთი ფაბის სიახლოვეს მოხდა.
დაშავებულები ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს.
ამ დროისათვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თავდამსხმელი, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის მალე დააკავა. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
კომენტარი