
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებლებისთვის კონკურსს აცხადებს
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებლებისთვის კონკურსს აცხადებს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა საქართველოს ყველა სკოლაში.
ვაკანსიის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ვებგვერდები: www.tpdc.ge www.hr.gov.ge
კომენტარი