
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1824 ადამიანს დაუდასტურდა, 1262 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1824 ადამიანს დაუდასტურდა, 1262 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 32127 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 12632, გარდაიცვალა 238 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კომენტარი